საქართველოს პრეზიდენტმა 16 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 23:20

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილნა ავღანეთში 13 მაისს ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად, 16 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა.

"საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება 2013 წლის 16 მაისის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ

N 15/05/01 2013 წლის 15 მაისი ქ.თბილისი

1. ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას 2013 წლის 13 მაისს ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად საქართველოში 2013 წლის 16 მაისი გამოცხადდეს გლოვის დღედ.

2. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2013 წლის 16 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნას სახელმწიფო დროშები", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობამ  საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, 16 მაისის გლოვის დღედ გამოცხადების თხოვნით დღეს მიმართა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6