„რომპეტროლ საქართველოს“ იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლებს სათაო ოფისის თანამშრომლები ემსახურებიან

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 19:04

„რომპეტროლ საქართველოს“ 8 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მომხმარებლებს თბილისის ბენზინგასამართ სადგურებზე კომპანიის სათაო ოფისის თანამშრომლები ემსახურებიან. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, იუბილესთან დაკავშირებით,  კომპანიის სათაო ოფისის 82 თანამშრომელი, მათ შორის კომპანიის გენერალური დირექტორი ნურკენ მურზაგალიევი მომხმარებლებს პირადად ემსახურება და თბილისის ბენზინგასამართ სადგურებზე თავად უსხამს საწვავს.

„ჩვენი კომპანია უკვე 8 წელია საქართველოს ბაზარზეა და წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას. ამ დროის განმავლობაში უამრავი ერთგული მომხმარებელი შევიძინეთ და ახლა მათ მიმართ მადლიერების და პატივისცემის გამოხატვის მიზნით გვსურს თავად მოვემსახუროთ მათ ბენზინგასამართ სადგურებზე. მიგვაჩნია, რომ ჩვენი კომპანიის წარმატება საქართველოს ბაზარზე, სწორედ მომხმარებლის დამსახურებაა და ამიტომაც მუდმივად ვცდილობთ შევთავაზოთ მათ კომფორტული გარემო და კონკურენტუნარიანი ფასები. პირადად მე, დიდი სიამოვნებით ვემსახურები ჩვენს მომხმარებელს, როგორც კომპანიის რიგითი წევრი და პირადად ვისმენ მათ მოსაზრებებს კომპანიის შესახებ,“ - აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ნურკენ მურზაგალიევი.

მიმდინარე აქციისთვის კომპანიამ შექმნა საგანგებო გრაფიკი, რომლის მიხედვითაც სათაო ოფისის თანამშომლები ბენზინგასამართ სადგურებზე ჩამსხმელებად მორიგეობით მუშაობენ. სხვადასხვა დროს, თბილისში არსებულ ბენზინგასმართ სადგურებზე, მომხმაებელს შეუძლია ავზი სათაო ოფისის წარმომადგენელებს შეავსებინოს და პირადად გაესაუბროს მათ.

ასეთი ტიპის აქცია „რომპეტროლ საქართველომ“ პირველად გასულ წელს განახორციელა. ამ აქციის მიზანი არა მხოლოდ მომხმარებელთან პირდაპირ ურთიერთობას წარმოადგენს, არამედ მიმართულია იმისკენ, რომ კომპანიის ყველა თნამშრომელმა დაწყებული ოპერატორიდან დამთავრებული კომპანიის გენერალური დირექტორით, თუნდაც წელიწადში ერთი დღით გაუზიარონ ერთმანეთს კომპანიის საერთო საქმეში შეტანილი წვლილი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც.

ტრანსნაციონალური კომპანია “რომპეტროლი” საქართველოს ბაზარზე ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილეს მომწოდებელს წარმოადგენს. “რომპეტროლ ჯგუფის” მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოში 50–მდე კომპანიას აერთიანებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61