ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას შოთა მალაშხია და გიგა ბუკია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 18:44

სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საკანონმდებლო ორგანოში კამათი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. განხილვა საკმაოდ მწვავე და დაძაბული დებატების ფონზე მიმდინარეობდა.

უმცირესობა ეწინააღმდეგება ამ ცვლილებების ძალაში შესვლას, რადგან როგორც ისინი ამბობენ, ერთადერთი, ვის ინტერესშიცაა ეს ცვლილებები, რუსეთია. დღეს საკუთარი კითხვა მთავარ მომხსენებელს რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილეს დაუსვა უმცირესობის თითქმის ყველა წევრმა.

კითხვა-პასუხის რეჟიმი ცოტახნით შეწყდა, ვინაიდან შელაპარაკება მოხდა უმცირესობის წევრ შოთა მალაშხიასა და უმრავლესობის წარმომადგენელ გიგა ბუკიას შორის.

კითხვა-პასუხის რეჟიმის დაწყებამდე დღეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მოხსენება კიდევ ერთხელ გააკეთა რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილემ და ასევე საპარლამენტო მომხსენებლებმა. ეს პროცესიც საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. უმცირესობის მხრიდან დარბაზში კრიტიკა და რეპლიკები ისმოდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59