სახალხო დამცველის აპარატის სამეგრელო-ზემო სვანეთის ოფისის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 18:15

ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სახალხო დამცველის აპარატის სამეგრელო-ზემო სვანეთის ოფისის ახალი პროექტის - „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები სახალხო დამცველის ზუგდიდის რეგიონული ოფისის გაძლიერების გზით“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „ადამიანური უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაცია“ ფარგლებში არის დაფინანსებული.

შეხვედრას ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე და გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონალური მენეჯერი ფლორიან დენოლი გამოვიდნენ დასამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს პროექტის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გაუზიარეს.

სახალხო დამცველის აპარატი პროექტის ფარგლებში სისტემატური გასვლითი საინფორმაციო შეხვედრების გამართვას სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გეგმავს, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიშის მომზადებას, სხვადასხვა საინფორმაციო მასალების/ბუკლეტების გამოცემას, რეგიონული ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებათა კონკრეტულ საკითხებზე ტრენინგ/სემინარების ჩატარებასა და სხვა აქტივობების განხორციელებას.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59