გიორგი ფარესიშვილი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებლობას დღევანდელ ხელისუფლებას აკისრებს

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 17:59

გიორგი ფარესიშვილი გელა ხვედელიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი უსაფრთხოება დაცული აღარ არის, ვინაიდან ხვედელიძე თავისუფალია. თუმცა  იგი არ აპირებს, რომ პროკურატურას პირადი დაცვის თხოვნით მიმართოს.

უფლებადამცველის თქმით, პირადი დაცვის შესახებ შეთავაზება ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღო.

ფარესიშვილის გაცხადებით, სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ხვედელიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

"ეს არის ცინიზმი საზოგადოების მიმართ როგორც პროკურატურის, ასევე სასამართლოს მხრიდან. პასუხისმგებლობას ვაკისრებ დღევანდელ ხელისუფლებას ჩემ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე იმიტომ, რომ გელა ხვდელიძისგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი", - განაცხადა გიორგი ფარესიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6