პრემიერი რეალური დემოკრატიისთვის მზად არ არის - ჯონდი ბაღათურია

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 17:59

ოქტომბერში ნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ხალხი ქუჩაში გამოვა და ამაში, ჩემი ჩათვლით, სერიოზული ძალები ჩაერთვებიან, -  ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქარTული დასის" ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა.

მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრემიერ-მინისტი არსებული ოპოზიციური პარტიების მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლის.

ასევე ჯონდი ბაღათურია პრემიერის გუშინდელ გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც პრემიერმა ოპოზიციური ძალის საჭიროების შემთხვევაში, კოალიციიდან გამოსულ ოპოზიციურ ძალაზე განაცხადა.

"პრემიერის ეს განცხადება, მიუთითებს, რომ იგი რეალური დემოკრატიისთვის მზად არ არის. ეს სახლობანას თამაშს ჰგავს. იგი ოპოზიციას არ ცნობს, რადგან ოპოზიციამ შეიძლება სიმართლე უთხრას და ამის ეშინია. ამიტომ, საკუთარი ძალიდან, სათამაშო თოჯინები შექმნა სურს", -   განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59