ყოფილმა მსჯავრდებულმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 17:29

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ყოფილმა პატიმარმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. 34 წლის კაცმა გლდანის მერვე დაწესებულება 19 აპრილს დატოვა და როგორც ის აცხადებს, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, უსახლკაროდაა დარჩენილი.

ყოფილი მსჯავრდებულის თქმით, მან თავისი პრობლემების შესახებ სახელმწიფო ორგანოებსა და სოზარ სუბარს პირადად მიწერა, მაგრამ მათგან დახმარება ვერ მიიღო.

ყოფილ პატიმარს თავის დაწვის საშუალება თვითმხილველებმა არ მისცეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო დახმარება და სამაშველო სამსახური.

ასევე ცნობილია, რომ ყოფილ პატიმართან მივიდა სასულიერო პირი, მაგრამ ის ტელევიზიის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს ოფიციალური პირების მისვლამდე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58