რუსმა სამხედროებმა რვა მოქალაქე ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის დააკავეს

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 16:40

ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, სოფელ ჭერათხევთან რუსმა სამხედროებმა რვა მოქალაქე ჯონჯოლის კრეფის დროს,  ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის დააკავეს. დაკავებულები ამ დროისთვის  ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილები.

ისინი ხაშურის რაიონის სოფელ ბროლოსნიდან არიან.

საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებასთან დაკავებულების  გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59