გივი თარგამაძის მეგობრებს კაცების გაუპატიურების შემდეგ აწინაურებდნენ - გია ცაგარეიშვილი

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 16:10

დღესვე "საპარლამენტო უმრალესობის წევრი" გია ცაგარეიშვილი, "საპარლამენტო უმცირესობის წევრის" გივი თარგამაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გივი თარამაძე ლაშა ნაცვლიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის  ფარულ დაპირისპირებებზე საუბრობს და ამავე დროს აცხადებს, რომ ლაშა ნაცვლიშვილი დაკავებული უნდა იყოს კოროფციული საქმიანობის გამო.

გია ცაგარეიშვილის განცხაებით, გივი თარგამაძის მეგობარი ივანე მერაბიშვილი როდესაც ქუჩაში ხალხს ხოცავდა,  ბოლო წამამდე იყო არათუ შინაგან საქმეთა მინისტრი, არამედ პრემიერიც.

"ჩვენ ვაჩვენეთ მაგალითი, ჩაიდენ დავნაშაულს - აგებ პასუხს,  იქნები მინისტრის მოადგილე თუ არა. ეს არის ჩვენი მიდგომა და ამიტომ ყიჟინით და ნიშნის მოგებით საუბარი ჩვენთან არ გამოვა. გაიხსენეთ, რა ხდებოდა 7 თვის წინ, კაცებს ცოცხით აუპატიურებდნენ გივი თარგამაძის მეგობრები და ასეთ ადამიანებს შემდეგ აწინაურებდნენ", - განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6