სრულიად საქართველოს გვარის რჩეულთა დარბაზი ლგბტ-ს მსვლელობას კატეგორიულად გმობს

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 16:06

სრულიად საქართველოს გვარის წინამძღოლთა დარბაზი 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი არატრადიციული ორიენტაციის მქონე პიროვნებათა (ლგბტ) მსვლელობის მოწყობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.   

როგორც "ჯეონიუსს" დარბაზის წევრებმა განუცხადეს, მათ მიუღებელად მიაჩნიათ და კატეგორიულად გმობენ აღნიშნული აქციის ჩატარებას.

"მიგვაჩნია, რომ საქართველოში ასეთი ხასიათის დემონსტრაცია შეურაცხყოფს ჩვენს ეროვნულ ცნობიერებას, ტრადიციას, სულიერებას, ზეობას. იგი საგანგაშოა იმიტომაც, რომ მსგავსი სააშკარაო, საყოველთაო აქტი უნებურად იპყრობს მოზარდთა ინტერესს და ბევრ დამღუპველ ნაბიჯსაც გადაადგმევინებს. ეს არის სოდომ-გომორის ახალი ეგზალტირებული გამოხატულება, რომელიც კაცობრიობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58