ვიქტორ დოლიძე ევროპის პოლიტიკის ცენტრში სიტყვით გამოვა

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 15:37

ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. მან ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელთან: ნორიკა ნიკოლაისტან (ალდე), ლიბორ როუჩეკთან (სოციალ-დემოკრატები), იოან მირჩეა პასკუსთან (სოციალ დემოკრატები).

შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარეობა. აღსანიშნავია, რომ სამივე დეპუტატი არის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, რომლის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 2-4 ივნისს არის დაგეგმილი.

დღეს ვიქტორ დოლიძე სიტყვით გამოვა ევროპის პოლიტიკის ცენტრისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის ევროკავშირთან თანამშრომლობის ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც იმსჯელებენ თემაზე: „პოლიტიკური რეფორმები საქართველოში: გამოწვევები და პერსპექტივები გარდამავალ პერიოდში“. მომხსენებლებს შორის ასევე არიან: რეინოლდ ბრენდერი(ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური), ეკა გიგაური (საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი), გიორგი კანდელაკი (საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ნინო ლომჯარია (საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებისთვის, გრაჰამ ვოთსონი, ევროპარლამენტის წევრი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6