კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 120 წლისთავთან დაკავშირებით პრემიერი განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 13:45

საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 120 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "დღეს შესრულდა 120 წელი დიდი ქართველი მწერლის – კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან.

კონსტანტინე გამსახურდიას სახელი ქართველი მკითხველისთვის, უფრო მეტიც, ქართველი კაცისთვის, პირველ რიგში, „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენას“ უკავშირდება.

კლასიკოსის შემოქმედებას დრო ვერაფერს აკლებს. დღესაც, ისევე, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ, გამსახურდიას ნაწარმოებებს სხვადასხვა თაობის ადამიანები კითხულობენ და ძვირფასია მათთვის. მათთვის ერთნაირად საინტერესოა „დიდოსტატი“, „დავით აღმაშენებელი“, „მთვარის მოტაცება“; ერთნაირად ახლობელია მეფე გიორგი, დავით აღმაშენებელი, არსაკიძე...

კონსტანტინე გამსახურდია იმითაც არის ქართველი ხალხისთვის გამორჩეული, რომ მის ოჯახში აღიზარდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი – ზვიად გამსახურდია.

კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას იცნობს მსოფლიო ლიტერატურა.

ჩვენ ამ საგანძურს უნდა გავუფრთხილდეთ"

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59