გივი თარგამაძე ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 23:32

ჩემს ადვოკატთან მაქვს კონსულტაციები იმ შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შევიტანოთ სარჩელი ევროპულ სასამართლოში უკანონო დევნასთან დაკავშირებით, რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, -ამის შესახებ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გივი თარგამაძე აკეთებს.

მისი თქმით, აღნიშნული სარჩელის შეტანის საფუძველი არსებობს. კერძოდ კი ის, რომ მას, როგორც თანამდებობის პირს,  სდევნიდნენ.

"მე ისინი მდევნიდნენ როგორც თანამდებობის პირს, ეს შესაბამისი სარჩელის მომზადების შესაძლებლობას იძლევა და თუ ეს შესაძლებლობა მართლაც იქნება, ამ მიმართულებასაც გავაღრმავებ", - -აცხადებს გივი თარგამაძე.

მარიამ ჯავახიშვილი

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61