მზის ზედაპირზე ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა მოხდა

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 21:26

მზის ზედაპირზე მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი ენერგიის ამოფრქვევა მოხდა. „ნასას“ განცადებით, რადიაციის ინტენსივობა დედამიწამდე რამდენიმე დღეში მოაღწევს. მისმა მოქმედებამ, შესაძლოა, რამდენიმე ამერიკული კოსმოსური აპარატი დააზიანოს.

რადიოსიგნალების დარღვევა გაგრძელდება მანამ, სანამ ამოფრქვევები არ შეწყდება.

 აღნიშნული ამოფრქვევა წელს პირველი შემთხვევაა. საუბარია მზის ათასობით ნაწილაკზე, რომელიც გეომაგნიტურ ქარიშხლებს გამოიწვევს. ძლიერი ინტენსივობის შემთხვევააში, შესაძლებელია დედამიწაზე ტრანსფორმატორები დაზიანდეს.

მსგავსი ამოფრქვევა 1959 წლის 1-2 სექტემბერს მოხდა. ის  ცნობილია, როგორც „კერინგტონის ამოფრქვევა“, რის შედეგადაც სატელეგრაფო ხაზებზე მოკლე ჩართვა მოხდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59