ნაცმოძრაობა აღარ არის საინტერესო პოლიტიკური ძალა

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 20:59

"ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის საინტერესო პოლიტიკური ძალა და ეს ყველაფერი კიდევ უფრო კარგად ჩანს პარლამენტში, ყველაზე მნიშვნელოვან კენჭისყრებზეც კი, მათ აქვთ 26 ხმა ტაბლოზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

 მისივე თქმით, ნაციონალების დაშლის შემთხვევაში, ის 26 მუდმივი და გარანტირებული ხმა, რომელიც ტაბლოზე ყოველთვის ფიქსირდება, ალბათ ერთად დარჩება, დანარჩენი კი უკვე მათი საწუხარია.

"პრემიერ-მინისტრმა "ნაციონალურ მოძრაობაზე" ის თქვა, რაც პირველ ოქტომბერს ხალხმა უკვე თქვა. მათი ბედი გადაწყვეტილია. დიად გიგა ბოკერიას უყვარდა ამის თქმა და დავესეხები, როდესაც ჩვენ ქუჩის ოპოზიციას გვეძახდა, ამბობდა, რომ წმინდა ადგილი ცარიელი არ დარჩება. მეც მჯერა, რომ წმინდა ადგილი ცარიელი არ დარჩება და ჩვენ გვეყოლება ისეთი ოპოზიცია, რომელიც რეალურ ოპონირებას გაგვიწევს, რომელიც, ალბათ მომდევნო არჩევნებსაც მოიგებს თუ ქართველი ხალხი ჩათვლის, რომ ჩვენ რაღაც სწორად არ გავაკეთეთ" აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6