დაჭრილი 27 ქართველი სამხედრო მოსამსახურეთაგან 10 უკვე სამხედრო საქმიანობას დაუბრუნდა

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 20:41

ავღანეთში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა. მინისტრის თქმით,  ავღანელ ექიმებთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტენსიური კავშირი აქვს და დაჭრილი ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას უწყება ყოველ საათში იღებს. მისივე თქმით,  დაზუსტებული ინფორმაციით,  დაჭრილია 27 ქართველი სამხედრო მოსამსახურე და მათგან 10 უკვე სამხედრო საქმიანობას დაუბრუნდა.

მინისტრის თქმით,  ამ დროისთვის ყველა დაჭრილი სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილუირია, თუმცა მკურნალობის მეთოდისა და პროგრესის მიხედვით სამხედროებს გერმანიისა და საქართველოს კლინიკაში გადაიყვანენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59