აგვისტოს ომის გამოძიება მტერთან თანამშრომლობას ნიშნავს - გივი თარგამაძე

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 19:54

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით პროკურატურაში შექმნილ კომისიასთან არავინ არ უნდა ითანამშრომლოს. ამის შესახებ თარგამაძემ ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

"არავინ არ უნდა ითანამშრომლოს ამ კომისიასთან, რადგან ის შექმნილია იმ ქვეყნის დაკვეთით, ვინც დაიწყო და დაასრულა ეს ომი, აქედან გამომდინარე, ეს იქნება მტერთან თანამშროლობა. ახალი ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლებას მიყვება. მინდა აღვნიშნო, რომ ლიტვაში ამ ფაქტის გამო ადამიანები თავზარდაცემული იყვნენ, მაშინ, როდესაც მთელმა ევროპამ, და მათ შორის, ლიტვამაც აღიარა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ქართველები ამ პროცესის დაწყებას თავის თავზე იბრალებენ", -  განაცხადა გივი თარგამაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6