გიორგი ფარესიშვილმა შპს "გიორგის" გაკოტრებაში ლაშა ნაცვლიშვილი დაადანაშაულა

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 18:47

დღეს „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ფარესიშვილმა მთავარი პროკურორის მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს შპს „გიორგის“ გაკოტრებაში დასდო ბრალი. მისი თქმით, 2003 წელს ხვედელიძემ შპს „გიორგის“ დამფუძნებელს წერილი გაუგზავნა, სადაც იუწყებოდა, რომ კომპანიას ლიცენზია არ ჰქონდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ამის შემდეგ კი, კომპანიაზე ზეწოლა უშიშროების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა გააგრძელა.

როგორც ფარესიშვილმა განაცხადა, კომპანიის დავალიანება ჰქონდათ "გარდაბნის წყალს" ერთი მილიონი ლარის ოდენობით და "თბილსრესს" ორასი ათასი ლარის ოდენობით.

"ეს კომპანიები თანახმანი იყვნენ, გადაეხადათ ვალის 30% მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაფორმდებოდა, რომ თანხა სრულად იყო დაფარული. ამაზე შპს "გიორგიმ" უარი განაცხადა. ამის შემდეგ, ამოუთხარეს მილები, რომლითაც კომპანია რუსთავს წყალს აწვდიდა, დაჭრეს და ჯართში ჩააბარეს. შპს "გიორგი" კი გაკოტრებულად გამოაცხადეს", -  განაცხადა პრესკონფერენციაზე გიორგი ფარესიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6