პოლიტიკა ჩემ ხასიათთან თანხვედრაში არ მოდის - ბიძინა ივანიშვილი

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 18:02

პოლიტიკა ჩემ ხასიათთან თანხვედრაში მაინცდამაინც არ მოდის, რამეთუ პოლიტიკოსი ვალდებულია ძალიან ბევრი დაპირება გაავრცელოს,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა პრემიერს კითხვა მისი პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის შესახებ დაუსვა, რომელზეც ივანიშვილმა განაცხადა რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვან პროცესებში ჩაერთვება.

"მე ვარ ჩემი სამშობლოს სამსახურში და დავრჩები, სანამ საჭირო ვიქნები და თუ წავალ პოლიტიკიდან, ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვან ადგილზე დავდგები და სამშობლოს სამსახურზე უარს არ ვიტყვი",  - განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58