სასამართლო ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სარჩელზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოიტანს

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 18:17

თბილისის საქალაქო სასამართლოს ხვალინდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის საქმეზე ახსნა–განმარტებები უნდა მოისმინოს. არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ სხდომის დასრულებისთანავე, გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს.

დავის საგანს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, რომელიც ეხება 1992–93 წლებში, ქვეყნის მთავარი საფინანსო უწყების მიერ 500–ზე მეტ კომპანიაზე, ჯამში 854 მილიარდი მანეთისა და კუპონის გაცემის ფაქტს. ეროვნული ბანკისგან აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ მოითხოვა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა წერილობით მიუთითა, რომ „ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“

„ახალგაზრდა ფინანსისტები“ მოითხოვდნენ, თუ რამდენად მართლზომიერად მოხდა ეროვნული ბანკისგან ფულადი სესხების გაცემა, კონკრეტულად, რომელ ორგანიზაციებზე გაიცა თანხა, რა მოცულობის თანხა იქნა გაცემული სესხად და ვინ იყვნენ მაშინდელი ორგანიზაციის მეპატრონეები. ეროვნული ბანკის უარი ორგანიზაციამ 2013 წლის 22 თებერვალს სასამართლო წესით გაასაჩივრა, რომლის წარმომადგენლობასაც, „ახალგაზრდა ადვოკატები“ ახორციელებენ.

პროცესი 16:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.02
  • 3.36
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57