სამი ჯარისკაცის სისხლი პრემიერ ივანიშვილის კისერზეა - შალვა ნათელაშვილი

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 16:58

გუშინ ავღანეთში კიდევ დაგვეღუპა სამი ჯარისკაცი, მათი სისხლი პრემიერ ივანიშვილის კისერზეა, რომელმაც სააკაშვილის გაგზავნილი შეიარაღებული ქვედანაყოფები არ დააბრუნა საქართველოში, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განცხადებით,  ავღაანეთში ჯარისკაცების გარდაცვალებაზე პასუხისმგებელია პრემიერ-მინისტრი. ასევე, მისი განცხადებით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში,  ქართველი ჯარისკაცები ავღანეთს დატოვებენ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ჟურნალისტებთან შეხვედრას, ნათელაშვილის განცხადებით, ეს იყო ნერვიული აშლილობა პრემიერის მხრიდან.

"მისი პრეზიდენტობის კანდიდატი ბატონი მარგველაშვილი,  როგორც ვიცი,  მარგინალური ფსიქოლოგიის სპეციალისტია და კარგი იქნება,  რომ ნერვიული აშლილობის კონსულტაციები გაიაროს თავის კანდიდატთან", - განაცხადა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6