ბიძინა ივანიშვილისთვის უცნობია, რისთვის დადის სააკაშვილი უნივერსიტეტებში

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 16:47

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა პროვოკაციას აღარ წამოეგოს სააკაშვილის მხრიდან, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღევანდელ შეხვედრაზე განუცხადა. მისი თქმით, ევროპამ ქართველი ხალხის მოთმინება დაინახა.

ქართველებმა კი ევროპელობა დაამტკიცეს."ჩემი აზრით, სააკაშვილი მხოლოდ პროვოკაციის მიზნით დადის. რა ჰქონდა სტუდენტებთან სათქმელი, რისთვის მივიდა, ვერ გავიგეთ. თუმცა ხალხი მათ პროვოკაციასა და გამონათქვამებს აღარ ასდევს. ეს გენიალურად მოახერხეს სტუდენტებმა. ეს არის გენიალური მაგალითი, ასე ვხდებით ევროპელები. განსაკუთრებით მისასალმებელი იყო, რომ სტუდენტებმა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იმოქმედეს, გარდა ერთი შეძახილსა, რაც იქ მოხდა და რაზეც კანონდამცველებმა რეაგირება მოახდინეს. როდესაც პრეზიდენტი იმყოფებოდა უნივერსიტეტში, ძირითადად ყველაფერი სწორედ რომ ევროპულად განხორციელდა", -  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6