ნოდარ ხადური დღეს საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 16:48

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მსოფლიოში ახალი საინვესტიციო ბაზრების მოძიების, საინვესტიციო პროდუქტების შექმნის და კაპიტალის მართვის კუთხით მუშაობენ.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საინვესტიციო კომპანია „Eaton Vance“-ის, „Standard Bank“-ის, „Gulf International Bank“-ისა და კომპანია „Global Evolution“-ის მმართველები.

შეხვედრაზე დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ საქართველოს საინვესტიციო გარემოთი და ქვეყანაში ინვესტირებისთვის პერსპექტიული დარგების განვითარების შესაძლებლობებით.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მათ გააცნო ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემო, საკანონმდებლო ბაზა, საგადასახადო და საბაჟო სისტემები, ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებები და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ინვესტორებს დაეხმარებათ მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58