გიორგი მარგველაშვილი გამზადებული ხელმძღვანელია სახელმწიფოსი - ბიძინა ივანიშვილი

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 15:17

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი გამზადებული ხელმძღვანელია სახელმწიფოსი. ამის შესახებ პრემიერმა   ჟურნალისტებთან  შეხვედრაზე განაცხადა.

ივანიშვილის განცხადებით, მათი გუნდი,  მთლიანად "ქართული ოცნება" დაკომპლექტებულია ძლიერი და ჭკვიანი ხალხით და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად კარგი პრეზიდენტი იქნება.

"მარგველაშვილი  არის სახელმწიფო პიროვნება. მას აქვს ხედვა სახელმწიფო დონის და ის აკეთებს ანალიზს. ის უკვე გამზადებული ხელმძღვანელია სახელმწიფოსი. ის იქნება ძალიან წარმატებული პრეზიდენტი", -  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება მარგველაშვილის შემცველს, პრემიერმა აღნიშნა, რომ  განათლების მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად რამდენიმე პოტენციურმა კანდიდატმა მინიშნება თავად გააკეთა. 

"მე თვითონ დროსაც არ ვხარჯავ, რომ დავიწყო იმაზე ფიქრი, თუ ვინ დაიკავებს განათლების მინისტრის თანამდებობას.  ბევრი დროა დარჩენილი, ბუნებრივი პროცესები განვითარდება. რამდენიმე პოტენციურმა კანდიდატმა მინიშნება უკვე თვითონ გააკეთა, ამის შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ, - განაცხადა ივანიშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59