ბრაზილიის ელჩი კარმენში“ საჯარო ლექციას წაიკითხავს

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 15:18

 ბრაზილიის ელჩი საქართველოში კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორა ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ „კარმენში“ ოთხშაბათს, 15 მაისს 16:00 საათზე, საჯარო ლექციას გამართავს.

ლექცია, რომელიც გაიმართება ესპანური ენის ცენტრ „კარმენის“ ორგანიზებითა და ინიციატივით, შეეხება ბრაზილიას, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ და მნიშვნელოვან ქვეყანას. მასზე განხილული იქნება ქვეყნის ეკონომიკა, პოლიტიკა და ისტორიულ დემოგრაფიული ასპექტები.

ლექციის მიზანია, ხელი შეეწყოს ბრაზილიის და ბრაზილიური პორტუგალიური ენის პოპულარიზაციას საქართველოში. ასევე - ქართველი ახალგაზრდებისთვის ხელშეწყობა ბრაზილიის უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში მოსახვედრად. ასევე, მისი მიზანია, ბრაზილიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და დისკუსიის წამოჭრა მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრას დაესწრებიან „კარმენის“ სტუდენტები“ და სპეციალური მოწვევით, საელჩოს წარმომადგენლები. დასწრება ასევე შეუძლია, ყველა დაინტერესებულ პირსაც.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6