ერისთავის თეატრის პრემიერა თავისუფალი თეატრის სცენაზე გაიმართება

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 14:04

ერისთავის თეატრის პრემიერა, უკრაინული "პრილუსის ფესტივალის" შემდეგ, თავისუფალი თეატრის სცენაზე 16 მაისს შედგება. ნაჩვენები იქნება ამელი ნოტომის პიესის მიხედვითა და სოსო ნემსაძის რეჟისურთ დადგმული სპექტაკლი, სახელწოდებით "საწვავი", მსახიობების კახა ბერიძის, სოფი მაიერისა და ვახტანგ ჩაჩანიძის შესრულებით. 

უკრაინაში ფესტივალზე სპექტაკლმა ფურორი მოახდინა. გორის თეატრმა გახსნა საფესტივალო დღეები პრილუსში, რის შემდეგაც უპრეცედენტო რამ მოხდა. ორგანიზატორებმა რეჟისორი სოსო ნემსაზე ჟიურიში მიიწვიეს, რითაც მონაწილეს მისცეს უფლება სხვა მონაწილეთა შეფასებისა.

ამელ ნოტომის პიესა "საწვავი"ომისაგან გათანგულსა და გაყინულ ადამიანებსზე მოგვითხრობს. იმაზე თუ გაჭირვების ჟამს, როგორ კარგავს ადამიანი თავის სახეს და რას აღმოაჩენს ის. როგორ ხდება იძულებული პროფესორი, რომლისათვის ყველაზე დიდი სიმდიდრე წიგნებია, რომ თავისი სიმდიდრე ცეცხლს მისცეს რათა გადარჩეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6