საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეების შესწავლას იწყებს

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 13:54

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, თბილისის მერიის, საკრებულოს და გამგეობებიდან 2010 წლის არჩევნების შემდეგ გათავისუფლდა ასობით თანამშრომელი. მისი თქმით, აღნიშნულ შემთხვევებში ადგილი აქვს კანონდარღვევის ფაქტებს.

“ამ საკითხის შესწავლით პირველ რიგში დაინტერესებულნი არიან გათავისუფლებული ყოფილი საჯარო მოსამსახურეები. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, იქონიონ ჩვენთან კომუნიკაცია თითოეულ საქმესთან დაკავშირებით პერსონალური ინფორმაციის მიღების მიზნით. ამ საქმეების საკრებულოს ფორმატში შესწავლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მათ გადავუგზავნით საგამოძიებო ორგანოებს”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნიას თქმით, ამ პროცესის შედეგი, უსაფუძვლოდ ან უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების სამსახურებში დაბრუნება უნდა იყოს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59