გზების ხარისხის ზრდასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 13:46

სასტუმრო „რედისონში“ დღეს გაიმართა მსოფლიო ბანკისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი კონფერენცია, რომელზეც გზების მშენებლობასა და მოვლა-პატრონობის ახალი, ინოვაციური მიდგომები განიხილეს. კონფერენციას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჰენრი ქერალი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია.

კონფერენციაზე განიხილეს გზების მშენებლობისა და მოვლა-პატრონობის ერთ კონტრაქტში გაერთიანების პერსპექტივა. ეს სამომავლოდ უზრუნველყოფს კონტრაქტორის პასუხისმგებლობის ზრდას და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ამაღლებას.

აღნიშნული მიდგომა მოიცავს კონტრაქტორის მიერ არა მხოლოდ გზის მშენებლობას, არამედ მის რამდენიმეწლიან მოვლა-შენახვასაც. მხოლოდ ამის შემდგომ, გზის მდგომარეობის შესაბამისად მოხდება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაც.

გამომდინარე იქედან, რომ ამდენ ხანს მხოლოდ გზის მშენებლობაზე იყო აქცენტი გაკეთებული, ხოლო მისი ხარისხი ხშირად უგულვებელყოფილი იყო, აღნიშნული მიდგომა შესაძლებელს გახდის, გაიზარდოს გზების ხარისხი.

ასეთი დაკონტრაქტებით პილოტური პროექტი სულ მალე კახეთში განხორციელდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.02
  • 3.36
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57