პრემიერმა პრესკონფერენცია ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების სამძიმრით დაიწყო

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 11:51

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სამძიმრით დაიწყო.

 "უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა იმ ტრაგიკული ამბის გამო ,რომელიც ავღანეთში ნატოს ოპერაციის მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ბაზაზე მოხდა.

ქართველმა სამხედროებმა გმირულად მოიგერიეს თვითმკვლელი ტერორისტისა და მეამბოხეთა ჯგუფის თავდასხმა, რასაც სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულები არიან კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. გვყავს დაჭრილებიც.

ქედს ვიხრი მათ წინაშე. ვუერთდები გმირულად დაღუპული ჩვენი სამხედროების ოჯახების უდიდეს მწუხარებას და ვუსამძიმრებ მათ და მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს", - განაცხადა პრემიერმა. 

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შირგაზზე", სადაც  საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები იმყოფებოდნენ,  აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმა  16:17 საათზე მოხდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  42-ე ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე თვითმკვლელმა ტერორისტმა და ტერორისტთა 5-კაციანი ჯგუფმა იერიში მიიტანა. თავდამსხმელები  ადგილზევე იქნენ განადგურებულები.  გარდაცვლილია სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე და  დაჭრილია რამდენიმე ჯარისკაცი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6