„სამსუნგი“ და “კერა თრეველი” კონკურსში გამარჯვებულ ჟურნალისტებს დააჯილდოვებენ

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 19:27

myvideo.ge-ს და news.ge-ს სამოქალაქო ჟურნალისტიკის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება 14 მაისს, 13:00 საათზე, “პრესკლუბში მე-17 სართულზე“ გაიმართება, რომლის პარტნიორებიც კომპანია “სამსუნგი” და „კერა თრეველი“ არიან.

გამარჯვებულებს გადაეცემათ კომპანია „სამსუნგისაგან“ დაწესებული ციფრული კამერები, ხოლო გრან პრის მფლობელს კი “კერა თრეველისაგან” - 2 კაციანი საგზური ეგვიპტეში.

კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორის, news.ge-ს დამფუძნებლის პაატა ვეშაპიძის თქმით, სამოქალაქო ჟურნალისტიკაში კონკურსის მიზანი მოყვარულ და პროფესიონალ ჟურნალისტებს შორის საუკეთესო სიუჟეტის, რეპორტაჟის, ან ინტერვიუს ავტორის გამოვლენა გახლდათ.

კონკურსი 2013 წლის 26 მარტიდან ინტერნეტპორტალ myvideo.ge-ზე დაიწყო და თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონკურსის მონაწილეებმა წარმოადგინეს სულ 611 საკონკურსო ვიდეო, რომელთაგან შეირჩა 33 ფინალისტი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59