გიორგი ფარესიშვილი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 19:03

გელა ხვედელიძის დაკავების შემდეგ, გიორგი ფარესიშვილი ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ფარესიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან დაპირისპირების დეტალები განმარტა და განაცხადა, რომ სარჩელის მომზადებას აპირებს და ამ მიზნით იურისტებთან კონსულტაციებს გადის.

ფარესიშვილი გელა ხვედელიძისგან და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. უფლებადამცველი ხვედელიძის მიერ ვიდეოს გასაჯაროება პირად შურისძიებას უკავშირებს.

"ჩვენი დაპირისპირება მოხდა არა ახლა, როდესაც მას წავუყენე გარკვეული ბრალდებები, არამედ ჩემი "ოცნებაში` ყოფნის პერიოდში. მე ის "ოცნების" შიგნით ვამხილე გარიგებებში ვანო მერაბიშვილთან და გიორგი ლორთქიფანიძესთან. ამის შემდეგ დაიწყო სერიოზული ზეწოლა გელა ხვედელიძისგან ჩემ მისამართით და ამის შემდეგ მოხდა კუდ-ის თანამშრომლების დაკავშირება ჩემთან", - - განმარტა ფარესიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59