შსს-მ კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავა

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 19:00

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1964 წელს დაბადებული ზაქარია რ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სამუშაო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ყალბი აქტი შეადგინა, რომლის საფუძველზეც მათ 11760 ლარი უკანონოდ მიითვისეს და ერთმანეთში გაინაწილეს.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ–ის 332–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს–ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6