უსუფაშვილი გამოძიებას მიმართავს, უყურადღებოდ არ დარჩეს, თუ ვინ ქმნიდა ამ მასალებს

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 17:32

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი  ხვედელიძეს ადამიანურად უთანაგრძნობს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. დავით უსუფაშვილის განცხადებით, მან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე დაახლოებით ერთი წლის წინ გაიცნო და როგორც უსუფაშვილი ამბობს, ხვედელიძემ კოალიციის საარჩევნო კამპანიაში დიდი შრომა ჩადო.

"ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ დღეს სხვა საქართველში ვცხოვრობთ. და ის, რაც იყო წარმოუდგენელი ათწლეულების განმავლობაში, ასეთი თანამდებობის პირისთვის მსგავსი ზომები გატარებულიყო, ეს დღევანდელ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არის შესაძლებელი", - ამ განცხადებით ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა ხვედელიძის დაკავებას.

უსუფაშვილი გამოძიების გადაწყვეტილებას ელოდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ გაითვალისწინოს ის, თუ ვინ ქმნიდა მასალებს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის გელა ხვედელიძეს ადამიანურად უთანაგრძნობს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6