დავების საბჭოს მოდერნიზებული მოდულის ამოქმედების შემდეგ, ტენდერის შეჩერება ნებისმიერ პირს შეეძლება

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 16:19

USAID-ის პროექტის Good Governence of Georgia მხარდაჭერით დღეს გაიმართა შეხვედრა-დისკუსია თემაზე: სახელმწიფო შესყიდვების პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერების ხელშეწყობა.

შეხვედრას უძღვებოდა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ტატო ურჯუმელაშვილი.

შეხვედრაზე განიხილეს სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და საზოგადოებასთან ურთიერთობის არსებული პრაქტიკა, ასევე კომუნიკაციის არსებული პრაქტიკის ძლიერი, სუსტი მხარეები და შესაძლებლობები, ასევე დაინტერესებული მხარეების ჩართულობის და უკეთესი კომუნიკაციის საშუალებები. პრეზენტაცია PMC Research Center-ის უფროსმა კონსულტანტმა ნიკო თევდორაშვილმა გააკეთა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბიზნეს ასოციაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.

ტატო ურჯუმელაშვილის თქმით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა სრულიად გამჭვირვალეა - ყველა ყველაფერს ხედავს. დავების საბჭოს მოდერნიზებული მოდულის ამოქმედების შემდეგ, ნებისმიერი პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ ტენდერის შესაჩერებლად საკმარისი საფუძველი აქვს, ამას ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეძლებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6