ირაკლი ღარიბაშვილს ადამიანურ, მეგობრულ თანადგომას ვუცხადებ - კახა კალაძე

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 14:38

გელა ხვედელიძის დაკავების ფაქტს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე facebook - ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და შინაგან საქმეთა მინისტრს თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

"მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ მოვლენებს შინაგან საქმეთა სამინისტროში. პირველ რიგში ადამიანური, მეგობრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ირაკლი ღარიბაშვილს იმ რთულ საქმეში, რასაც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანის ცნობიერების შეცვლა და კანონმორჩილება ქვია. კანონი ერთია ყველასთვის. ჩვენ არ ვართ ის მთავრობა რომელიც განაგრძობს ამ ქვეყანაში დამკვიდრებულ მავნე ტრადიციას და კანონს თავის თავზე მოირგებს ან დააიგნორებს. ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფი პირი პასუხისმგებელია თავის გადაცდომაზე ან დანაშაულზე ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი რიგითი მოქალაქე.

ასევე მინდა პიროვნული თანაგრძნობა გამოვხატო ბატონი გელა ხვედელიძის მისამართით...სამწუხაროა ის პროცესები, რისი მონაწილეც ის გახდა" - აღნიშნავს კალაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59