TATA POWER და CLEAN ENERGY და ფონდი IFC INFRAVENTURES საქართველოში ჰიდროპროექტების განხორციელებას იწყებენ

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 14:25

ინდოეთის უმსხვილესი ინტეგრირებული ელექტრო-ენერგეტიკული კომპანიის Tata Power ეგიდით მისმა შვილობილმა კომპანიამ Tata Power International Pte Ltd ხელი მოაწერა ხელშეკრულებას კომპანიასთან Clean Energy  Invest AS (Clean Energy) და ფონდთან IFC InfraVentures (IFC) საქართველოში ჰიდროპროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.

ჰიდროპროექტების ჯამური სიმძლავრე შეადგენს 400 მეგავატს და მათი განხორციელება მოიცავს სამ ეტაპს. პირველი ეტაპის (185 მეგავატის სიმძლავრე) დასრულება მოსალოდნელია 2016 წლის პირველ ნახევარში. კომპანიები Tata Power და Clean Energy იქნებიან 40-40%-ის ოდენობის წილის მფლობელები, ხოლო ფონდის IFC InfraVentures წილი შეადგენს 20%-ს. მოპოვებული ელექტროენერგია მოხმარდება ზამთრის პერიოდში ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ასევე გავა საექსპორტოდ, მათ შორის თურქეთში.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 400 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინვესტორი ქართულ ბიზნესსექტორში ასეთი მოცულობის თანხას სრულად დებს.

"ტატაჯგუფი" მსოფლიოს 50 წამყვან კორპორაციათა სიაში შედის, მას მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. იგი მოიცავს 114 კომპანიას, რომლებიც ბიზნესის 8 სექტორის მიმართულებით მუშაობენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59