ბიზნესზე ზემოქმედების შესახებ ახალი ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდება

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 14:18

გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა ელისო კილაძემ ახალი აუდიოამასალა გასაჯაროვა, რომელშიც ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი, ლაშა ამირეჯიბი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე ფიგურირებენ.

აუდიომასალა კილაძემ საზოგადოებას დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჩანაწერზე ასახული შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილესთან, ლაშა ამირეჯიბთან ერთად წარუდგინა. აუდიოჩანაწერში რამდენიმე თემაზე, მათ შორის, საქართველოში კვერცხის იმპორტზეა საუბარი.

თუ რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული შეხვედრა, გელა ხვედელიძესთან შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს დღეს არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ გიორგი ფარესაშვილის გარდა, საუბარი სხვა საკითხებსაც შეხო.

ელისო კილაძის განცხადებით, ჩანაწერი ერთი კვირის წინ არის განხორციელებული, თუმცა მისთვის უცნობია, ვინ ჩაიწერა აღნიშნული მასალა.

"ქრონიკა პლუსის" რედაქტორს მიაჩნია, რომ მთავარმა პროკურორმა პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი თანამდებობიდან უნდა გაათვისუფლოს, რადგან მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა გამოძიების მიმდინარეობას ხელს შეუშლის. კილაძემ დღეს ასევე დააანონსა, რომ მოვალი კვირიდან ახალი ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდება, რომელშიც ბიზნესზე ზემოქმედების სქემებია ასახული. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6