თიკო სადუნიშვილი და ია ფარულავა ვაკის პოლიციაში დაკითხეს

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 12:14

ვაკის პოლიციაში თიკო სადუნიშვილი და ია ფარულავა კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარი ინციდენტის ფაქტზე დაკითხეს.  ია ფარულავას თქმით, მან რესტორანი ინციდენტის დაწყებამდე დატოვა, ხოლო თიკო სადუნიშვილი, როგორც თვითონ აცხადებს, ინციდენტს ბოლომდე ესწრებოდა.

სადუნიშვილის განცხადებით, რესტორანში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდებოდა. 

კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარი ინციდენტის დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და ზაზა გოროზია დაშავდნენ. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაწერეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59