გელა ხვედელიძეს ბრალს 48 საათში წაუყენებენ

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 12:07

დაკავებული გელა ხვედელიძის ადგილსამყოფელის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას არ აქვეყნებს. სავარაუდოდ, ხვედელიძე მოდულის შენობაში იმყოფება. მას ბრალს 48 საათში წაუყენებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დააკავა.

გამოძიებით დგინდება, რომ გელა ხვედელიძემ, პირადი მოტივით, ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტ ქსელში უკანონოდ გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6