ირაკლი ალასანია ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ დასკვნით კონცერტს დაესწრო

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 11:42

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია VIII საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ დასკვნით კონცერტს დაესწრო. მუსიკალური საღამო თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა და 1993 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიეძღვნა.

კონცერტის მსვლელობისას სიტყვით გამოვიდა ირაკლი ალასანია. მან ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ურთიერთობის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა დედების კავშირი „არდავიწყება“-ს წევრები დაესწრნენ.

კონცერტში თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი მონაწილეობდა. VIII საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს დაბადებიდან 80 და მღვდელმთავრად კურთხევის 50 წლისთავს მიეძღვნა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58