სტუდენტების მაგივრად შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დაუშვეს - გიორგი გაბედავა

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 17:08

დღეს აქცია მიმდინარეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფილიალთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვედრას მართავდა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

აქციის მონაწილე სტუდენტთა განცხადებით, მათი პროტესტის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ისინი პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ დაუშვეს მიუხედავად იმისა, რომ მათ სტუდენტის მოწმობები წარუდგინეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

სტუდენტები ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აცხადებდნენ, რომ შეხვედრაზე დაშვებული სტუდენტები იყვენ წინასწარ შერჩეულები და ორგანიზებულები კითხვებითა და პასუხებით.

"ჩვენ ვართ ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები და გვაქვს სრული უფლება დაშვებულები ვყოფილიყავით პრეზიდენტთან შეხვედრაზე, თუმცა, სტუდენტების მაგივრად შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დაუშვეს. ხოლო რაც შემეხება მე, ვინაიდან ვარ პოლიტმატიმარი და შესაბამისად,  მათ იცოდენ, რომ მე მექნებოდა მწვავე კითხვები პრეზიდენტთან, მათ შორის გირგვლიანის, რობაქიძის და სხავათა მკვლელობებზე, ამიტომ არ დამიშვეს შეხვედრაზე", - განაცხადა გიორგი გაბედავამ.  

 

ბაჩუკი ტურაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59