\"ეთნოგრაფიულ მუზეუმში\" გამართულ ღვინის ფესტივალს გიგი უგულავა დაესწრო

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 16:29

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის კლუბის ორგანიზებით, ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას თითქმის ყველა მსხვილი ღვინის მწარმოებელი კომპანია და მცირე მარანი მიიღებს.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი იქნება ასევე ოჯახური ღვინოები. ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია მეღვინეობით სახელგანთქმულ ყველა ქვეყანაში არსებობს. საქართველოში კი, ღვინის კლუბის ინიციატივით, ფესტივალი პირველად 2010 წელს ჩატარდა და ათასობით ღვინის გურმანს უმასპინძლა, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ უცხოელ ტურისტსა თუ ღვინის სპეციალისტს. მას შემდეგ ტრადიციად დამკვიდრდა, რომ მაისის ყოველ მეორე შაბათს ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართებოდა.

ჯიშური მრავალფეროვნების გარდა წლევანდელი ფესტივალი ქვევრის ღვინისა და იშვიათი ჯიშებიდან დაყენებული ღვინოების სიუხვით იქნება გამორჩეული. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემეცნებით-გასართობი სანახაობა იქნება ჭურის მოხდა და ჭაშნიკი ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთ-ერთ ეზოში. ახალი ღვინის ფესტივალს თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6