პრეზიდენტის შეხვედრამ სტუდენტებთან დღეს და გუშინ ნამდვილად კარგად ჩაიარა - ანდრო ბარნოვი

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 15:53

დღევანდელი შეხვედრა არ იყო პიარი, ეს იყო შეხვედრა ახალგაზრდა თაობასთან, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიხეილ სააკაშვილის სტუდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჟურნალისტებისთვის დღევანდელი შეხვედრა, ისევე, როგორც გუშინდელი, დახურული იყო მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ სტუდენტები უფრო გახსნილები ყოფილიყვნენ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ იმდენად კარგი იყო გუშინდელი და დღევანდელი შეხვედრები, ეს პიარისთვის რომ გვჭირდებოდეს, ნამდვილად ყველა ოპერატორს შევიყვანდით. ეს იყო საუბარი ახალგაზრდა თაობასთან იმისათვის, რომ მათ პირველი პირისგან მიეღოთ ინფორმაცია იმ თემებზე, რომლებიც მათ აინტერესებთ". - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

ბარნოვის განმარტებით, შეხვედრას თსუ-ს სამი სტუდენტიც დაესწრო, რომლებმაც გუშინდელ შეხვედრაზე კითხვის დასმა ვერ მოასწრეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61