რიოს მონტის 80-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 15:06

გვატემალის ყოფილ პრეზიდენტს და დიქტატორს სასამართლომ გენოციდისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო 80 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხოსე ეფრაინ რიოს მონტის განაჩენი ორი ნაწილისაგან შედგება: 50 წელი მას გენოციდისათვის მიუსაჯეს, მოსამართლემ მონტი 1770 ინდიელის სიკვდილში დაადანაშაულა. 30 წელი კი ყოფილ დიქტატორს სამხედრო დანაშაულებებისათვის მიუსაჯეს.

გარდა ამისა, მას ბრალი რამდენიმე ათასი არასრულწლოვანის გაუპატიურებაში დასდეს.

87 წლის რიოს მონტი პირველი ლათინო-ამერიკელი ლიდერი გახდა, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის დასაჯეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6