კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი საეკლესიო კომპლექსი აკურთხა

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 15:07

საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქმა  ილია მეორემ   ხობში ახალი საეკლესიო  კომპლექსი   აკურთხა.    კომპლექსში   სამი  ტაძარია  გაერთიანებული.  ტერიტორიაზე  საპატრიარქო  რეზიდენციაც  მოეწყო.

 კურთხევისა და წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლისთვის იქადაგა და ოკუპირებული აფხაზეთის პრობლემის შესახებ, აფხაზთა და ქართველთა შერიგებაზე ისაუბრა.

სამონასტრო კომპლექსი 7 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს წევრის, მაჟორიტარი დეპუტატის დახმარებით აშენდა. მშენებლობაში ხობის რაიონის სხვადასხვა სოფლების მოსახლეობაც მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58