ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 14:55

პრემიერ-მინისტრის ბიზნესცენტრში კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე ამ დროისთვის იმყოფებიან ირაკლი ალასანია, დავით ბერძენიშვილი, დავით უსუფაშვილი, მაია ფანჯიკიძე, არმაზ ახვლედიანი, ზვიად ძიძიგური, არჩილ კბილაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ზაქარია ქუცნაშვილი, სოზარ სუბარი, ზურაბ ტყემელაძე და გოგი თოფაძე.

პოლიტსაბჭოს წევრებმა ბიზნესცენტრში შესვლამდე კომენტარები არ გააკეთეს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6