ტამერლან ცარნაევის დაკრძალვის ადგილი გაირკვა

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 14:34

ამერიკელმა ჟურნალისტებმა ტამერლან ცარნაევის დაკრძალვის ადგილი გაარკვიეს. ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ვირჯინიის შტატში რიჩმონდის მახლობლად მდებარე მუსლიმანურ სასაფლაოზე დაკრძალეს.

მისი ნათესავები დასაკრძალად ადგილს ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ, რადგან ცხედრის მიღებაზე ყველა სასაფლაომ უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ტამერლან ცარნაევმა და 19 წლის ჯოხარ ცარნაევმა 24 აპრილს ტერაქტი მოაწყვეს ბოსტონის მარათონის დროს, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 200-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. ტამერლან ცარნაევმი ტერაქტიდან მესამე დღეს, მისი აყვანის ოპერაციის დროს, ორმხრივი სროლისას დაიღუპა, ხოლო  ჯოხარ ცარნაევი მოგვიანებით დააკავეს, მას სასიკვდილო განაჩენი, ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6