გივი თარგამაძე საქართველოშია და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას აპირებს

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 14:04

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი გივი თარგამაძე საქართველოში დაბრუნდა. იგი აქტიურ პოლიტიკაში და საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვას აპირებს. როგორც თარგამაძემ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სამი თვე დასჭირდა უდანაშაულობის  დასამტკიცებლად.

"რა თქმა უნდა, რთული იყო ასეთ სიტუაციაში საქართველოში არყოფნა, მაგრამ ვფიქრობ, იყო პრინციპული და მნიშვნელოვანი იმის დამტკიცება ევროპაში, რაც დავუმტკიცე პუტინს. აქედან გამომდინარე, ახლა ვარ ძალიან ბედნიერი და მაქვს საშუალება ჩავერთო შიდა პოლიტიკაში და მთელი ჩემი დრო დავუთმო სამშობლოს, ქვეყანას და ჩემ ხალხს", -  განაცხადა გივი თარგამაძემ.

როგორც ცნობილია, რუსეთმა გივი თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან თარგამაძე დაუსწრებლად ბრალდებულია რუსეთში მასობრივი არეულობის მოწყობის მცდელობაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6