ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა მურღულია სიცრუეში დაადანაშაულა

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 13:52

ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია სიცრუეში დაადანაშაულა.

როგორც კირკიტაძე აცხადებს, 2012 წელს ჯორჯ გვიმრაძისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტომაგისტრალის მშენებლობას ხელს არ უშლის და მშენებლობა მხოლოდ სამინისტროს გადაწყვეტილებით არის შეჩერებული.

პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლში დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს აღნიშული ტერიტორია თავად დაათვალიერებინა და მაგისტრალის მშენებლობის ძველი პროექტი გააცნო. ასევე, კირკიტაძემ ჟურნალისტებს   9-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შეჩერებაზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი მთავრობის გადაწყვეტილების  შედეგია, რომ თითქმის დამთავრებული სასტუმროს მშენებლობა, რომლის მსგავსი, მისივე თქმით, რუსთავში 20 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა, დღეს შეცერებულია. 

"არ ვაპირებთ გაჩუმებას და საქართველოს ხელისუფლებას ვაიძულებთ, თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობა გაგრძელდეს, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა რუსთაველისთვის, რომელიც გადაადგილდება თბილისის მიმართულებით. ჩვენ პროექტი კარგად გვაქვს წაკითხული და ვიცით სად გაივლის ეს გზა", - განაცხადა კირკიტაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61