აგუერო კატალონიაში?!

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 02:02

ესპანურმა პრესამ  აგუეროს ბარსელონაში გადაბარგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კატალონიურ კლუბს ბრაზილიელ ნეიმარზე ჰქონდა აქცენტი გადატანილი და, სავარაუდოდ, ზაფხულში ბარსელონაში უნდა ეთამაშა,  თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავი სამშობლოს დატოვებას არ აპირებს და დიდი ალბათობით თავის ამჟამინდელ კლუბს -  სანტოს დაამშვენებს კიდევ რამდენიმე სეზონი.

ნეიმარის მაგივრად კი ესპანური კლუბის მესვეურები მანჩესტერ სიტის შემტევს მოიაზრებენ. სერხიო აგუეროს ტრანსფერის შესახებ ჭორებს ისიც ამყარებს, რომ ბარსელონასა და მსოფლიოს ამჟამინდელი საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი თანამემამულის ერთ-ერთი ახლო მეგობარია და ტრანსფერს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59